03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
პეკინზე ფანჯრიდან გადმოგდებული ტელევიზორი ქალს დაეცა

ინციდენტი მოხდა გვიან საღამოს პეკინზე. როგორც შემთხვევის ადგილიდან კურიერის გადამღები ჯგუფი იუწყება ამ ქუჩაზე მცხოვრებმა ქალბატონმა სახლიდან ტელევიზორი, ხის კარადა და ტანსაცმელი გადმოყარა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქალბატონი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ადგილზე მისულ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. ის ბინაში იყო ჩაკეტილი და სახლის კარს არ აღებდა. პოლიციამ ქალბატონი დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს, სადაც განგვიცხადეს რომ ძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.

დაშავებული ქალბატონი კი რომელსაც ტელევიზორი დაეცა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დღის ამბები