03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
ქუთაისში ძლიერი ქარის დროს მოგლეჯილი ხეები მანქანებს დაეცა

ქუთაისში, მელიქიშვილის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ორი ხე მოგლიჯა.

შემთხვევა მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში მოხდა. არავინ დაშავებულა, თუმცა მოგლეჯილი ხეები იქვე მდგომ მანქანებს დაეცა, რომელთაგან ყველაზე მეტად ერთი ავტომობილი დაზიანდა.

მოსახლეობამ სამაშველო სამსახური გამოიძახა, რომელმაც ხეებისგან გაათავისუფლა მანქანები.

დღეს დილიდან კი ქალაქის შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ ეზოს გაწმენდით სამუშაობს.

 

დღის ამბები