03 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ფარული მიყურადების კანონს არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

ფარული მიყურადების კანონს არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

სარჩელი უკვე მზად აქვთ “ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ” კამპანიაში ჩართულ არასამთავრობოებს, რომლებიც ორ გასაღებიანი სისტემის გაუქმებას ითხოვენ.

ისინი არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ იმ რეგულაციას, რომელიც მოსმენებზე კონტროლის მექანიზმს კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს უტოვებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურს მიაჩნია, რომ ის მუხლი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ აძლევს საშუალებას პირდაპირი წვდომა ქონდეს სატელეფონო საუბრებზე, არღვევს ადამიანის უფლებებს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გასულ წელს იქნა მიღებული არ არის კონსტიტუციური. მისივე თქმით, ის არ შეესაბამება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის იმ სტანდარტებს, რომელსაც ადგენს კონსტიტუცია.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები