03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
“კრწანისში” გენერალური შტაბის უფროსი სწავლების მიმდინარეობას გაეცნო

“კრწანისის” ეროვნულ სასწავლო ცენტრში სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიმდინარეობას გაეცნო გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

"დავინახე დიდი ენთუზიაზმი, დიდი ინტერესია მათი მხრიდან. ვაფასებ მცდელობას გამოვიდნენ გარკვეული ჩარჩოებიდან, იაზროვნონ, გაბედულად წარმოადგინონ თავიანთი ხედვები," - განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ. 

ერთკვირიანი სწავლება, გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ორგანიზებით ტარდება და სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბების მოქმედებების დახვეწას ისახავს მიზნად.

სწავლება “დიდგორი 2015”-ის მოსამზადებელ პერიოდს წარმოადგენს.

დღის ამბები