03 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
გმირთა მოედანზე გამართული აქციის მონაწილეები თავდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვენ

თავდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის აქცია გაიმართა გმირთა მოედანზე.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ შეეგუებიან გმირების უდიერად მოხსენიებას და ხელისუფელბისგან ომში დაღუპულ გმირთა პატივისცემას და დაფასებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეთა შეფასებით მინისტრი, თუ ხელისუფლება, რომელიც გმირებს სათანადო პატივს არ სცემს, უნდა წავიდნენ.

„ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ პატივი სცენ გმირებს, დააფასონ ქართველი ვაჟკაცები, ქართველი მებრძოლები, ის ხელისუფლება რომელიც გმირებს არ სცემს პატივს, და იმ ხელისუფლებას, რომელიც გმირის ნეშტს ნაწილაკებს უწოდებს, ქართული საზოგადოებიდან ეკუთვნით დიდი წითელი ბარათი,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ წარმომადგენელმა.

დღის ამბები