03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
"პარლამეტი არ მგონია ის ადგილი, სადაც შეგვიძლია გამოვიძიოთ საქმე," - მანანა კობახიძე საყდრისზე

საყდრისის საბადოსთან მიმართებით ისევ განსხვავებული მოსაზრებებია უმრავლესობაში. ნაწილს მიაჩნია, რომ სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. ნაწილი კი - ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ქართული ოცნების წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო კომისია ეფექტური არ იქნება. მისივე თქმით, თუ სადმე დანაშაულია ჩადენილი, ამის გამოძიება სამართალდამცავ ორგანოში უნდა ხდებოდეს.

"ამ შემთხვევაში მე არ მგონია, პარლამეტი იყოს ის ადგილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია  გამოვიძიოთ საქმე სისხლისსამართლებრივად," - განაცხადა მანანა კობახიძემ.

აღნიშულ თემასთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო საჭიროებს სათანადო დაკვირვებას და შესწავლას.

„არ ვიცი დღევანდელ აფეთქებაზე ვრცელდება თუ არა ეს სასამართლო გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პროცესი ძალიან მძიმეა და ალბათ სათანადო შეფასებას დაიმსახურებს საბოლოოდ საქართველოს მოქალაქეებისგან,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები