03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
საყდრისის კომიტეტის წევრები საბადოს ხელუხლებელი ნაწილის შესწავლას ითხოვენ

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები დაუშვებლად მიიჩნევენ საბადოს ჯერ კიდევ დაუზიანებელ ნაწილში სამუშაოების დაწყებას. ამის შესახებ კომიტეტის წევრებმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადეს, სადაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ.

შეხვედრას ესწრებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. შეხვედრაზე მსჯელობენ საბადოს ჯერ კიდევ დაუზიანებელ ნაწილში სამუშაოების დაწყებაზე და ამ მიმართულებით სამოქმედეო გეგმას ადგენენ. შეხვედრაზე მიწვეული იყო ქართული ოცნებაც, თუმცა მმართველი პარტიიდან საყდრისის მცველებთან არავინ მივიდა.

საყდრისის დაცვის კომიტეტის წარმომადგენლები მოითხოივენ დაჩქარდეს საპარლამენტო საგამოძებო კომისიის შექმნა და ასევე პროკურატურა დაინტერესდეს იმ აფეთქებებით, რომელიც გუშინ ძეგლის ჯერ კიდევ შეუსწავლელ ნაწილში განხორციელდა. საყდრისის კომიტეტის წევრის ნინო ბურჭულაძის თქმით, ძეგლის ხელუხლებელ ნაწილში დაახლოებით 6-მდე პრეისტორიული გვირაბია და აუცილებელია ეს ნაწილი არქეოლოგებმა შეისწავლონ.

შეხვედრის დასრულების შემდგე მთავრობისადმი ერთობლივი მიმართვა გავრცელდება. 

დღის ამბები