03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
„საყდრისში რაც ხდება, ვიღაცის მიერ შეკვეთილი დანაშაულია,“ - ნინო გოგუაძე

საყდრისის საბადოზე მიმდინარე მოვლენებს თავისუფალი დემოკრატების წევრმა ნინო გოგუაძემ „შეკვეთილი დანაშაული“ უწოდა“.

„საყდრისში რაც ხდება, ეს არის ვიღაცის მიერ შეკვეთილი დანაშაული, რომელიც აღასრულა მთავრობამ და პარლამენტი უარს ამბობს ამ შესაძლო დანაშაულის გამოძებაზე. ასე რომ სახეზეა სახელმწიფო შტოების მოქმედება დანაშაულის დასამალად“, - განაცხადანინო გოგუაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას.

შეხვედრაზე კომიტეტის წევრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობენ საყდრისის საბადოს საქმის გამოძიებასა და ძეგლის გადასარჩენად სამოქმედო გეგმაზე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები