03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
"ქართული საზოგადოება ჯანელიძეს გმირების შეურაცხყოფას არ აპატიებს" - პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თავდაცვის მინისტრის მოხსენების პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობასთან. თავდაცვის მინისტრს ორგანიზაციების, „თავისუფალი ზონის“ და „სამართლის თაობის“ წევრები დახვდნენ.

საპროტესტო აქციას ისინი მინდია ჯანელიძის ბოლო დროინდელი განცხადებების გამო მართავენ. არასამთავრობოები თავდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ქართული საზოგადოება მას გმირების შეურაცხყოფას არ აპატიებს. მათი თქმით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ბევრ უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს, რომელიც მიმართულია მხოლოდ იქითკენ, რომ ჯანელიძემ ასიამოვნოს ყოფილი და მოქმედი პრემიერმინისტრები. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში მინდია ჯანელიძე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომტეტში მოხსენებით გამოდის.

დღის ამბები