03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდის ინიციატივით გამოდის

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდის ინიციატივით გამოდის.

კანონპროექტის მიხედვით ნანუაშვილი მოითხოვს, რომ საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება საკონსტიტუცო სასამართლოებში მოხდეს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება ექნება საერთო სასამართლოებზე განახორციელოს კონტროლი. ანუ უკვე ძალაშია სრული განაჩენების, გადაწყვეტილებების ერთგვარი კონტროლი და კონსტიტუციურობა შესაძლოა მოხდეს სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ამ თემასთან დაკავშირებით, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ საერთო სასამართლოები ხშირად კონსტიტუციის ინტერპრეტაციას არასწორად ახდენენ და საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლომ განახორციელოს, რათა უფრო მაღალი სტანდარტით იქნეს დაცული ქვეყანში კონსტიტუციური სტანდარტები. 

სახალხო დამცველის ინციატივასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მანანა კობახიძემ ისაუბრა. მისი თქმით, პარლამეტი მზად არის ამ მიმართულებით იმუშაოს.

„ვფიქრობ, პირველ რიგში კომისიის ფარგლებში უნდა გადავიტანოთ ამ ტიპის მსჯელობები და მზად ვართ განვიხილოთ ის პროექტი, რომელიც მოამზადა სახალხო დამცველმა,“ - განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა მანანა კობახიძემ.

 

დღის ამბები