03 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
დავით ნარმანიამ საკრებულოში გამოსვლისას განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა

თბილისის მერის დავით ნარმანიას გამოსვლა საკრებულოში დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა. მან ძირითადი დრო განხორციელებულ პროექტებს და წინა ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო.

ნარმანიამ განაცხადა, რომ მისი მისვლისას დედაქალაქის ბიუჯეტში დისბალანსი იყო.

„ბიუჯეტის ის ნაწილი, რაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების წინასააწრჩევნო ხმების მოპოვებაზე იყო გათვლილი, ამოწურული დაგვხვდა, ხოლო სხვა ნაწილი, როგორც ჩანს, მათ არ აინტერესებდათ. ჩვენ გადავგეგმეთ დედაქალაქის ბიუჯეტი ქალაქის საჭიროებების შესაბამისად“, - აღნიშნა ნარმანიამ.

მისი თქმით, 2014 წლამდე დედაქალაქში მეწარმეების ხელშეწყობის არცერთი პროექტი არ განხორციელებულა. იყო საკმაოდ ბევრი შეჩერებული ობიექტი, რომელიც ახლა დაიძრა და ეს არსებული „სამშენებლო ჩონჩხები“ მალე იქცევა დასრულებულ პროექტებად.

„ჰიგიენური თვალსაზრისით მოუწესრიგებელი იყო ქალაქი. დაზიანებული და დაძენძილი იყო ბილბორდები. მიწისქვეშა გადასასვლელები მოირეცხა ჩემი განცხადების საფუძველზე. 6 თვის განმავლობაში ხეების დარგვის ტემპი მნიშვნელოვანდ გაიზარდა. წინა წლებთან შედარებით. ისეთი ტერიტორიების დასუფთავება დავიწყეთ, რომელიც არ სუფთავდებოდა. ჩვენი მამა-პაპის საფლავები სავსე იყო ნაგვით,“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები