ქართული ანბანის უნიკალური ხელნაწერი, რომლის კვალიც ქართველ მკვლევარებს დაკარგული ჰქონდათ და რომლის ნახვის შესაძლებლობა აქამდე მხოლოდ ერთეულებს მისცემოდათ, ახლა უკვე ფართო საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომია. პროექტი, რომელმაც 37 მხედრული ასო-ნიშანი საქართველოში დააბრუნა, კომპანია "შელის" შიდა აუდიტის ქართველი ხელმძღვანელის, ცირა კემულარიას ინიციატივაა.
წიგნი „ცოცხალი ანბანი“ გიორგი კალანდიას რედაქტორობით მომზადდა და 500-იანი ტირაჟით გამოიცა.
ავტორები: ელენე ფირცხალაიშვილი