03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
ღარიბაშვილმა შიდა ქართლის მოსახლეობას პროგრამა ,,ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის" წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა შიდა ქართლის მოსახლეობას სამთვრობო პროგრამა ,,ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის" წარუდგინა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ისაუბრა, რომლებიც ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში განხორციელდა და ასევე სამომავლო გეგმებიც წარმოადგინა. 

ადგილობრივ ბიზნესმენებს პრემიერ-მინისტრი დახმარებას დაჰპირდა.

„მე უნდა გამოვთქვა იმედი, რომ ამ რესურსებს სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორი ეფექტურად და გონივრულად გამოიყენებს. ჩვენ ვიქნებით მოწოდებული, რომ მაქსიმალურად დაგეხმაროთ, იქნება ეს თანადაფინანსება, თუ შეღავათიანი პირობების გადმოცემა,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები