03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
კობა ნაყოფია "არ-ემ-ჯი გოლდში" რაიმე წილის ფლობას უარყოფს

საყდრისთან დაკავშირებულ ბრალდებებს ეხმაურება დეპუტატი კობა ნაყოფია. ის უარყოფს რაიმე წილის ფლობას ოქროს მომპოვებელ კომპანიაში. ნაყოფია აცხადებს, რომ 2013 წლის ივლისში საკუთარი წილი მიყიდა დღევანდელ მფლობელებს და მათ დღემდე არ შეუსრულებიათ საკუთარი ვალდებულებები. დეპუტატი მოუწოდებს ხელისუფლებას გაასაჯაროოს აქციონერთა სია.

„არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრი არ არის დღეს ამ კომპანიების აქციონერი. რომ შეწყდეს ამ საკითხებზე ყველანაირი სპეკულაციები და არ იყოს საზოგადოება შეცდომაში შეყვანილი მე მათ მოვუწოდებ რომ გაასაჯაროონ აქციონერთა სია,“ - განაცხადა კობა ნაყოფია.

ამავე თემაზე
დღის ამბები