03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
დაღუპული სამხედროს ოჯახს ვეტერანთა დეპარტამენტი კომპენსაციის დაბრუნებას სთხოვს

ქართველი სამხედრო ზაზა იაკობაძე 2004 წლის აგვისტოში შიდა ქართლში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. ამის დამამტკიცებელი შესაბამისი დოკუმენტაცია ოჯახსაც გააჩნია და სავარაუდოდ დღემდე ინახება თავდაცვის სამინისტროშიც, რადგან 500 ლარიანი სახელმწიფო კომპენსაცია მის მშობლებს 2014 წელს ისე დაენიშნათ, რომ მათთვის დამატებითი საბუთები არავის უთხოვია. კომპენსაციას 9 თვის განმავლობაში იღებდნენ. ცოტა ხნის წინ კი ვეტერანთა დეპარტამენტიდან დაურეკეს და თანხა უკან მოთხოვეს.

ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მომხდარის შესახებ არაფერი იცის. მისი მოადგილე კი იაკობაძესთან დაკავშირებულ შემთხევას ადასტურებს. დეპარატმენტში ამბობენ, რომ არც ერთი დოკუმენტით არ დასტურდება ზაზა იაკობაძის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპვის ფაქტი.

კომპენსაციის გამცემი უწყება თავდაცვის სამინისტროა. ვეტერანთა დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სწორედ სამინისტროს განკარგულებით მოეხსნა იაკობაძეების ოჯახს დახმარება. 

თავდაცვის მინისტრს მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ავტორები:ეკა გაგუა, თეა ვაშალომიძე, გოჩა კვაჭაძე.

 

დღის ამბები