03 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
საყდრისის მცვველები ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან

ბზარები ღვთისმშობლის სახელობის მე-10 სუკუნის ტაძარში საყდრისის საბადოზე ბოლო აფეთქებების შემდეგ გაჩნდა. ტაძრის კედლებზე არსებული დაზიანებები იუნესკომ უკვე აღწერა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზიანდება სახლებიც.

ბოლო სამი აფეთქება საყდრისში გუშინ დაფიქსირდა, მათ შორის ძეგლის შეუსწავლელ ნაწილში. საყდრისის დაცვის საზოგადოების კომიტეტი საკითხის შესწავლას პარლამენტს და პროკურატურას სთხოვს. კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად კი ფართომასშტაბიან აქციას დედაენის ძეგლთან 14 პრილს აპირებს. 

საყდრისის მცველების მოთხოვნებს დღეს პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია "არ-ემ-ჯი გოლდის" უკან ყოფილი პრემიერის ინტერესებს ხედავს.

ოქროს მომპოვებელი კომპანიის აქციონერთა სიის გასაჯაროებას მოითხოვს კობა ნაყოფია. დეპუტატი აცხადებს, რომ 2013 წლის ივლისში საკუთარი წილი დღევანდელ მფლობელებს მიჰყიდა და მათ დღემდე ვალდებულებები არ შეუსრულებიათ.

მიწვევის მიუხედავად, საყდრისის მცველებისა და პოლიტიკური პარტიების შეკრებაზე არ მივიდნენ მმართველი გუნდის წევრები. ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნა პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება.

მმართველ გუნდში და სამუშაოების მწარმოებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები საყდრისზე კანონის დაცვით მიმდინარეობს. "არ-ემ-ჯი გოლდმა" დღეს ამ თემაზე საუბარი "რუსთავი 2-თან" არ ისურვა.

ავტორები: ელისო ჯარიაშვილი, ვანო გავაშელი, ირაკლი კუპატაძე, თეიმურაზ ვარაზანაშვილი

 

დღის ამბები