03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
მსახიობი გიორგი ნაკაშიძე დაკავებულია

პოლიციამ მსახიობი გიორგი ნაკაშიძე დააკავა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "კურიერს" უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს ნაკაშიძე სამართალდამცველებმა წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო დააკავეს.

მომხდარზე საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის აღძრული.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ზაარბრუკენის მოედანზე მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები