03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ბექა მარგიშვილს დღეს დაკრძალავენ

 

28 წლის მოკლულ პოლიციელს დღეს დაკრძალავენ. მანამდე კი ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთში 12:00 საათზე დაიწყება.

ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელსა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილს ცეცხლი 4 აპრილს, საღამოს საათებში ვარკეთილის მეტროსთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გაუხსნეს. დანაშაულში შალვა აბულაძეა ეჭვმიტანილი, რომელიც სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

ბექა მარგიშვილი ადგილზე დაიღუპა, ვალერიან გრძელიშვილი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

ამავე თემაზე
დღის ამბები