03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
გიორგი ნაკაშიძე ამ დრომდე დაკავებულია-გაათავისუფლებენ თუ არა მსახიობს?

მსახიობ გიორგი ნაკაშიძეს დღეს ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. განცხადება ამის შესახებ „კურიერთან“ საუბრისას რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ გააკეთა.

გვიან ღამით პოლიციელებთან მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ნაკაშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორიში გადაიყვანეს, სადაც მისი მეგობრები იყვნენ შეკრებილები.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ საარბრიუკენის მოედანზე მოხდა. როგორც ცნობილია ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნაკაშიძე პოლიციელებთან მივიდა და შელაპარაკების ნიადაგზე მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ნაკაშიძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები