03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
9 აპრილის მემორიალთან ტრაგედიის უშუალო მონაწილეები მივიდნენ

მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლა შუაღამის 00:00 საათიდან დაიწყეს. მათ შორის იყვნენ ტრაგედიის უშუალო მონაწილეებიც.

მათ გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად ადგილზე ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.

დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად ადგილზე, სადაც 26 წლის წინ ტრაგედია მოხდა სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს.

 

 

დღის ამბები