03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
კონტროლდება თუ არა დედაქალაქში შუქნიშნები? - მერიის ახალი სკანდალი

კონტროლდება თუ არა დედაქალაქში შუქნიშნები - მონიტორინგის ცენტრი ”მედიატორი” ავრცელებს ინფომრაციას, რომ თბილისის შუქნიშნების მართვაზე პასუხისმგებელი კომპანია ”სემექსის” თანამშრომლები გაიფიცნენ. მიზეზად კი მათთვის გაუცემელი ხელფასები სახელდება.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ მერიას ტენდერში მოგებული კომპანიისთვის საჭირო თანხა დღემდე არ გადაურიცხავს, თუმცა თავად ”სემექსის” ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ გაფიცული არავინაა და კომპანიაში ყველაფერი წესრიგშია.

დღის ამბები