03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი ვატიკაში მიემგზავრება. მარგველაშვილი რომში თბილისის დროით 15:00 საათზე ჩაფრინდება. მთავარი შეხვედრა რომის პაპთან ხვალ, წმინდა საყდარში შედგება. პაპ ფრანცისკესთან შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა ევროპის ცივილიზაციაში საქართველოს, როგორც უძველესი ქვეყნის როლი იქნება. აქცენტი ადამიანის უფლებების დაცვაზეც გაკეთდება.

დღეს კი საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ ერთი შეხვედრა ექნება. გიორგი მარგველაშვილი გამართავს სამუშაო სადილს ვატიკანში აკრედიტებულ ელჩებთან. როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვატიკანსა და მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენში აცხადებს, პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობისათვის. თამარ გრძელიძის თმქით, ვიზიტის მიზანი სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და უკვე არსებული თანამშრომლობის გაძლიერებაა, მათ შორის კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროში.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ვატიკანში ორდღიანია. გიორგი მარგველაშვილი იტალიაში მეუღლესთან ერთად გაემგზავრება.

 

დღის ამბები