03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
"ეს დღე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა"- პრემიერი 9 აპრილის მოვლენებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით facebook-ის საკუთარ გვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"ეს დღე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ამ დღეს მშვიდობიანმა, მაგრამ თავგანწირულმა ბრძოლამ ყველა თაობა გააერთიანა და, დაღვრილი სისხლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა მორალური გამარჯვება მოიპოვა. 
თავისუფლებისკენ სწრაფვა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ვერაფერმა შეაჩერა - 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე. მათი სახელები ჩვენთვის მუდამ დარჩება თავისუფლებისათვის ბრძოლის, სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვის მაგალითად," - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. 

დღის ამბები