03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
მოკლული პოლიციელის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში იმართება [ფოტო]

ამ წუთებში ელოდებიან ბექა მარგიშვილის ცხედრის გადასვენებას ქაშუეთის ეკლესიაში, სადაც მოკლული პოლიციელის სამოქალქო პანაშვიდი გაიმართება. ბექა მარგიშვილისთვის პატივის მისაგებად მიდიან გარდაცვლილის ახლობლები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები.

მათ შორის ერთ-ერთი პირველი მივიდა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი გიგლა აგულაშვილი, რომლის განცხადებითაც სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.

შეგახსენებთ, რომ ბექა მარგიშვილი 4 აპრილს ვარკეთილის მეტროსთან საპატრულო ეკიპაჟის მისამართით ცეცხლის გახსნას ემსხვერპლა. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი საავარდმყოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი კი, რომელიც დაიჭრა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

28 წლის მოკლულ პოლიციელს ბექა მარგიშვილს დღესვე დაკრძალავენ.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები