03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესი წირვას აღავლენს

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მე-2 წირვას აღავლენს.

წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის წესი შესრულდება, რომლის დროსაც კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს.

დღეს მორწმუნეები განსაკუთრებით ცდილობენ, რომ ეზიარონ, რადგან, სახარების თანახმად, დიდი ხუთშაბათი არის დღე, როდესაც ქრისტემ მოწაფეები პირველად აზიარა.

დღეს საღამოს 19:00 საათზე სახარების 12 გზის კითხვა დაიწყება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხება ადგილები იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. 

 

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები