03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
"9 აპრილი განსაკუთრებული დღეა საქართველოს ისტორიაში,"-საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა. თამარ ბერუჩაშვილმა დაღუპულებს პატივი მიაგო.

თამარ ბერუჩაშვილის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობა და გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის.

"ჩვენ დღეს მოვედით, რათა პატივი მივაგოთ იმ უდანაშაულო მსხვერპლს, რომელიც გაიღო ქართველმა ხალხმა სახელმწიფოებრიობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამ ძალისხმევამ, მსხვერპლმა შედეგი გამოიღო 1991 წლის 9 აპრილს და გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ჩვენ ყველა ძალისხმევას ვიყენებთ, რათა ეს მსხვერპლი, რომელიც გაღებული იყო ამისთვის, შესაბამისად იყოს დაფასებული," - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი 9 აპრილის მემორიალთან მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები