03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
იღებენ თუ არა მოსამართლეები ქრთამს? - შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე შვეიცარიის ელჩი საუბრობს

რეგიონებში სამართალწარმოებისას შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე შვეიცარიის ელჩი საუბრობს. გიუნტერ ბეხლერის ინტერვიუს გამოცემა „ფაინანშელი“ აქვეყნებს.

დიპლომატის განცხადებით, უცხოელი ინვესტორები ჩივიან, რომ მათ აიძულებენ, გადაიხადონ გადასახადები ან ჯარიმები, რომლებიც გაუმართლებელია ან დაკავშირებულია წინა ხელისუფლების გაურკვეველ საგადასახადო დავებთან.

ბეხლერის თქმით, ინვესტიციების რაოდენობა კვლავ გაიზრდება, თუ მიიღწევა რეგიონული უსაფრთხოება და შიდა სტაბილურობა, რისთვისაც ის ხელისუფლებას ეროვნულ უსაფრთხოებაში, თავდაცვით შესაძლებლობებში და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით ინვესტიციების ჩადებას ურჩევს.

შვეიცარიის ელჩი საქართველოს მოუწოდებს შეისწავლოს და სწრაფი რეაგირება მოახდინოს კორუფციისა და უსამართლო გადასახადების ბრალდებებზე.

დღის ამბები