03 ოქტომბერი 2024,   04:18
ვრცლად
"ეს დღე არის ქვეყნის დამოუკიდებლობის, წარმატების საწინდარი,"-ნინო გვენეტაძე 9 აპრილზე

9 აპრილის მემორიალთან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იმყოფებოდა. 

ნინო გვენეტაძემ 26 წლის წინ დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. მისი თქმით, 9 აპრილი დამოუკიდებლობისა და წარმატების საწინდარია. 

"აქ ვარ, ისე, როგორც ყველა ქართველი, რიგითი მოქალაქის რანგში და პატივს მივაგებ 9 აპრილს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას, სამშობლოს გმირებს და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ თანამოაზრებსაც,"-განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

 

ავტორი: ანა წერეთელი

ამავე თემაზე
დღის ამბები