03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
"აშშ პატივს მიაგებს იმ ხალხს, ვინც მშვიდობიანი დემონსტრაცისას თავი გაწირა,"-რიჩარდ ნორლანდი 9 აპრილზე

9 აპრილის მემორიალთან აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი იმყოფებოდა. 

რიჩარდ ნორლანდმა 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. მან აღნიშნა, რომ ამ დროს ის მოსკოვში ამერიკის საელჩოში მუშაობდა და კარგად ახსოვს ეს დღე.

"აშშ უერთდება და პატივს მიაგებს იმ ხალხს, ვინც მშვიდობიანი დემონსტრაცისას თავი გაწირა ერთადერთი - საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. მთავრია, გვახსოვდეს, რომ მათი მსხვერპლი ტყუილად არ არის გაღებული, საქართველო დღეს დამოუკიდებელი და საკმაოდ წარმატებული სახელმწიფოა,"-განაცხადა ნორლანდმა. 

 

ავტორი: ანა წერეთელი

ამავე თემაზე
დღის ამბები