03 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
9 აპრილი - სამგლოვიარო ცერემონიალი რეგიონებში

9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს რეგიონებშიც. მემორიალები და დაღუპულთა საფლავები მოსახლეობამ ყვავილებით შეამკო. მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.

9 აპრილს დაღუპული გმირი შალვა ქვასროლიაშვილი გაიხსენეს თელავის რაიონში. ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმამისი საფლავი გვირგვინით შეამკეს და 33 წლის ასაკში დაღუპულ გმირზე ისაუბრეს. 

9 აპრილს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს გურიაშიც. 26 წლის წინ ტრაგიკულად დაღუპული ნინო თოიძის საფლავზე, სოფელ ლიხაურში, მისი ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი საფლავზე სანთლებით და ყვავილებით მივიდნენ.

ქუთაისში, 9 აპრილის მემორიალთან დედაქალაქის მერი საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა და ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო. დაღუპულთა სულების მოსახსებელად სასულიერო პირებმა მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადეს. ადგილზე მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებიც იმყოფებოდნენ.

დამოუკიდებლობისთვის მშვიდობიან ბრძოლაში გარდაცვლილების პატივის მისაგებად გორის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ტრადიციულად 9 აპრილის სკვერში შეიკრიბა.

26 წლის წინ რუსთაველზე დაღუპულ დემინტსრანტები გაიხსენეს ბათუმში. რუსთავში, დიდების ხეივანში, ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენაც მოეწყო.

რუსთაველებმა საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

დაღუპულთა ხსოვნას პატივს დილიდან მიაგებენ სამეგრელოშიც.

შეგახსენებთ, რომ  26 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა სამხედრო ძალების მიერ მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 დემონსტრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტორი: მარიამ შანშიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები