03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
საქართველო და თურქეთი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

თურქეთ-საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.

თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ორი ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

„ვფიქრობ, ჩვენ უახლოს მომავალში შევძლებთ, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია გამოვიყენოთ არამხოლოდ შიდა ბაზრისთვის არამედ გავიტანოთ თურქეთში და თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში,“ - განაცხადა ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ.

აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზიმ განაცხადა, რომ ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეზობლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

„მე მჯერა, რომ ეს ურთიერთობები მომავალში უფრო გაღრმავდება. მადლობას ვუხდი კახი კალაძეს, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობებში,“ -განაცხადა თანერ ილდიზიმ.

შეთანხმება მოიცავს ჰიდროენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისების, ასევე ენერგოეფექტურობის კუთხით მუშაობის გაძლიერების აუცილებლობასაც. თურქეთის ენერგეტიკოსები ქართულ მხარეს ევროსტანდარტების ინტგრაციის პროცესში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ.

დღის ამბები