03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
9 აპრილს დაღუპული გმირები ტრაგედიიდან 26 წლის შემდეგ გაიხსენეს

ისევე, როგორც ბოლო 26 წლის განმავლობაში, დღესაც არ წყდებოდა ხალხის ნაკადი რუსთაველის გამზირზე. 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრები პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც რუსულმა არმიამ სამხედრო ნიჩბეით მშვიდობიანი აქცია დაარბია.

გასული წლების მსგავსად წელსაც 9 აპრილის მემორიალთან რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა მოქალაქე, მომღერალი ლელა ვეფხვაძე, რომელიც იმავე სიმღერას ასრულებდა, რომელსაც 26 წლის წინ 9 აპრილს სპეცოპერაციის დროს მღეროდა.

ხალხის წინააღმდეგ ცენტრალურმა კომიტეტმა მაშინ წითელი არმიის ყველაზე გამოცდილი და დაუნდობელი ნაწილები გამოიყენა.

დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას 9 აპრილს 21 ადამიანი, მათ შორის, 3 არასრულწლოვანი შეეწირა.

  

ავტორი ანა წერეთელი

ამავე თემაზე
დღის ამბები