03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
ქართველი მომღერლები ტოკიოს ნაციონალურ თეატრში

ტოკიოს ახალ ნაციონალურ თეატრში ქართულმა დუეტმა იმღერა. ჯუზეპე ვერდის „ბედის ძალაში“ იაპონელი პუბლიკის წინაშე იანო თამარ და ქეთევან ქემოკლიძე წარსდგნენ.

ქართველმა დრამატული სოპრანომ, იანო ალიბეგაშვილმა, რომელიც მთელ მსოფლიოში იანო თამარის სახელითაა ცნობილი, სპექტაკლში სოპრანოს მთავარი პარტია შეასრულა.

ქეთევან ქემოკლიძისთვის ტოკიოს სცენა ახალი არ ყოფილა. მან აქ პირველად კარმენი იმღერა. სპექტაკლის პრემიერას კი იაპონიის პრინცი დაესწრო.

"ბედის ძალას" ძველი სკოლის ბევრი იტალიელი მომღერალი დაწყევლილად თვლიდა. ცნობილია, რომ ცრუმორწმუნე ლუჩიანო პავაროტიმ ალვაროს პარტია სწორედ ამ მიზეზით აირიდა.

თუმცა ქართველი ვოკალისტებისთვის წყეული ოპერა, პირიქით, იღბლიანი აღმოჩნდა.

მსოფლიო საოპერო სცენების ქართველი ვარსკვლავები 14 აპრილამდე 5 სპექტაკლს იმღერებენ. ქართველი მაყურებელი კი მათ დუეტს თბილისში დეკემბერში დაგეგმილ კონცერტზე მოისმენს.

 

ავტორი: მაია ლომიძე

დღის ამბები