03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
მუყაოს სახლები მელიქიშვილზე - სოციალურად დაუცველები 2 კვირაა უსახლკაროდ არიან დარჩენილები

2 კვირა ღია ცის ქვეშ. სოციალურად დაუცველები ღამეს მელიქიშვილის ქუჩაზე ათევენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და პენსიონერები დროებითი საცხოვრებლიდან კერძო მესაკუთრემ გამოასახლა.

დღეს 10 ოჯახის ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით მერიას სახალხო დამცველმა მიმართა.

როგორც დავით ნარმანიამ მოგვიანებით განაცხადა, ამ საკითხზე გამგეობა მუშაობს, თუმცა ჯერ უცნობია - რა დრო დასჭირდება უბინაოდ დარჩენილი ოჯახებისთვის ფართის გამოსაყოფად.

 

ავტორები: ქეთი ნადიბაიძე, ირაკლი კუპატაძე

დღის ამბები