03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
სამხედრო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ბრუნდება

"დელტა" თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ბრუნდება.

ერთი წლის წინ ეკონომიკური ეფექტის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება სამხედრო პოტენციალის გაძლიერების მოტივით შეიცვალა. გადაწყვეტილება სამხედრო ტექნიკური ცენტრის ჯანელიძის უწყებისთვის დაბრუნების შესახებ უკვე მიღებულია.

განცხადება "დელტას" თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე გააკეთა.

"დელტას" გენერალური დირექტორი, ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს თავდაცვის სამინისტროსთან სამხედრო წარმოების კუთხით უკვე არსებული თანამშრომლობას ხელს შეუწყობს.

სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" თავდაცვის სამინისტროს კონტროლიდან ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში 2014 წლის მარტში გადავიდა. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ერთი წლის წინ, ეკონომიკური სარგებელის გაზრდის მიზნით მიიღეს. ახლა კი მისი თავდაცვის დაქვემდებარებაში გადაყვანა, სამხედრო პოტენციალს გააძლიერებს.

სწორედ ეკონომიკური ეფექტის გაზრდას ასახელებენ ირაკლი ალასანიას თანაგუნდელები, "დელტას" ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად, ნაციონალური მოძრაობის წევრები კი ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას, სამხედრო მრეწველობის შეჩერების გამო აკრიტიკებენ.

გადაწყვეტილება ცენტრის თავდაცვის უწყებისთვის გადაცემის შესახებ უკვე მიღებულია. ტექნიკურ დეტალებს, "დელტას" და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები უახლოეს დღეებში შეათანხმებენ.

 

ავტორები: თამარ ბაღაშვილი, გიორგი მაისურაძე

დღის ამბები