03 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა სააღდგომოდ ე.წ. საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა სააღდგომოდ ე.წ. საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ეს შეზღუდვა 11 და 12 აპრილს იმოქმედებს.

მოსალოდენელი გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. როგორც აცხადებენ, მათ ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე სწორედ ეს საკითხი დასვეს, რომ ადგილობრივებს სააღდგომოდ არ შექმნოდათ პრობლემა, თუმცა, როგორც აცხადებენ, მათი მოთხოვნა ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა.

ოპოზიცია ამ ფაქტს ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირებს. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ასეთი ფაქტები რუსეთის მხრიდან ოკუპაციის გაგრძელებას ადასტურებს.

დღის ამბები