03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
გარდაცვლილი ნიგერიელი სტუდენტების დაკრძალვის დეტალები ისევ უცნობია

თბილისში გარდაცვლილი ოთხი ნიგერიელი სტუდენტის დაკრძალვის დეტალები ჯერ ისევ უცნობია. სავარაუდოდ, უახლეს დღეებში საქართველოში მათი ოჯახის წევრები ჩამოვლენ და ისინი გადაასვენებენ.

გარდაცვლილთა ხსოვნას სამედიცინო უნივერსიტეტში მეგობრებმა, თბილისში მყოფმა ნიგერიის მოქალაქეებმა და სამედიცინო უნივერსიტეტის პერსონალმა პატივი მიაგეს.

ნიგერიის 4 მოქალაქე თბილისში მათ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ორი დღის წინ იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, სამედიცინო უნივერსიტეტის სამი და საქართველოს უნივერსიტეტის ერთი სტუდენტის დაღუპვის მიზეზი მხუთავი აირი გახდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები