03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობის რეჟიმი იცვლება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეტროპოლიტენი კვირას დილის 4 საათამდე იმუშავებს და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

კვირას და ორშაბათს სასაფლაოებზე მისასვლელად კი, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტი ასევე უფასოდ მოემსახურება.

მეტრო "დიდუბიდან" ავტობუსები  მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის მიმართულებით იმოძრავებს, "სადგურის მოედნიდან" და "მარჯანიშვილიდან" კუკიისა და მახათას მთის, მეტრო "ვარკეთილიდან" ვარკეთილის სასაფლაოს, მეტრო "სარაჯიშვილიდან" კი თბილისის ზღვის მიმართულებით.

დღის ამბები