03 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
ბრაკონიერობის საწინააღმდეგო ოპერაციისას დაღუპული რეინჯერის ოჯახს მემორიალური დაფა გადასცეს

ბრაკონიერობის საწინააღმდეგო ოპერაციის დროს დაღუპული რეინჯერის მერაბ არევაძის ოჯახს მემორიალური დაფა გადასცეს. ოჯახს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ნათია კობახიძე და აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენელი პაატა შანშიაშვილი შეხვდნენ.

მერაბ არევაძე 2012 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ბრაკონიერობის საწინააღმდეგო ოპერაციის შესრულების დროს დაიღუპა. ის ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შინაგანი დეპარტამენტის დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის კურსდამთავრებული იყო.

დღის ამბები