03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
აბულაძე სოფელ არდაგანში დააკავეს - ბორჯომის ხეობას ვერტმფრენები და სპეცრაზმი ტოვებს

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე ბორჯომის რაიონში სოფელ არდაგანში დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ "კურიერმა" მოიპოვა. 

ჩვენი ინფორმაციით აბულაძე ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში აბულაძეების ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იმალებოდა. 

მკვლელობაში ბრალდებული პირის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ შალვა აბულაძე დაააკავეს. 

სოფელ არდაგანში იმყოფება "კურიერის" გადამღები ჯგუფი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ხეობას უკვე ტოვებენ ვერტმფრენები და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები. 

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები კი დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან.

 

ავტორი - მაია იველაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები