03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
აბულაძის დაკავების ადგილზე კრიმინალისტებს ელოდებიან [ფოტო]

ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგენში, ადგილზე, სადაც შალვა აბულაძე დააკავეს, კრიმინალისტებს ელოდებიან. ინფორმაცია ამის შესახებ "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა მოიპოვა, რომელიც ამ წუთებში მოვლენათა ეპიცენტრში მუშაობს. 

შენობა, სადაც აბულაძე იმალებოდა, პოლიციის ლენტებით არის შემოფარგლული და მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა, შემთხვევის ადგილზე შს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც ჩავიდეს. 

 

დღის ამბები