03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
„პოლიციის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილის დაკავება ხელისუფლების ღირსების საქმე იყო," - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შალვა აბულაძის დაკავებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრს მადლობა გადაუხადა. ღარიბაშვილის განცხადება პრემიერის გვერდზე სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელდა. 

განცხადებაში პრემიერმა სამინისტროს მუშაობას ეფექტური უწოდა და აღნიშნა, რომ აბულაძის დაკავება ძალიან მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოებისათვის.

„ამ დანაშაულის ჩადენაში მთავარი ეჭვმიტანილის დაკავება იყო ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმე.

მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს და თითოეულ პოლიციელს დაკავების ოპერაციის ოპერატიულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის.
სახელმწიფო არავის შეარჩენს დანაშაულს და ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით.“ - ნათვქამია განცხადებაში.

დღის ამბები