03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
ბორჯომში სპეცოპერაციის ადგილზე კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს-პირველი კადრები აბულაძის სამალავიდან

შალვა აბულაძის დაკავების ადგილზე კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. სამართალდამცველებმა უფლება მისცეს ჟურნალისტებს შიგნიდან გადაეღოთ ის სახლი, სადაც აბულაძე იმალებოდა.

2 სართულიანი შენობა ბორჯომის გარეუბანში, არდაგანში დგას. წინასწარი ინფორმაცია, რომ სახლი აბულაძეს უკუთვნოდა არ დასტურდება, თუმცა ცნობილია, რომ ძებნილი იცნობდა სახლის მეპატრონეს.

ოთახში, სადაც აბულაძე იმყოფებოდა იყო საყოფაცხოვრებო ნივთები, შეშის ღუმელი გასათბობად და სხვა ნივთები.

ოთახში პოლიციამ ორი პისტოლეტი და ერთი ხელყუმბარა იპოვა. უცნობია რამდენი ხანი იმალებოდა ამ სახლში ძებნილი შალვა აბულაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები