03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
დავა "რაფტ ინ ჯორჯიასა" და ჯომარდობის ფედერაციას შორის

საქართველოში ჯომარდობის მედიატურნირი შესაძლოა ფედერაციის გარდა სხვა კომპანიამაც ჩაატაროს.

კომპანია „რაფტ ინ ჯორჯიას“ დამფუძნებლის მტკიცებით, მას ჯომარდობის მედიატურნირის ჩატარებაში ხელს უშლიან.

გიორგი ნასყიდაშვილი ამბობს, რომ ტურნირის ჩატარება მას ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა აუკრძალა. მასთან დავით ქაცარავას პრეტენზები, ფედერაციაში არსებული მსგავსი ტურნირის არსებობის გამო აქვს.

ჯომარდობის მედია-ტურნირს, ტრადიციულად ფედერაცია ბორჯომში, ყოველწლიურად ატარებს. კომპანია ”რაფტ ინ ჯორჯიას” დამფუძნებელი ამბობს, რომ ის ამ ტურნირის დუბლირებას არ ახდენს.

„რაფტ ინ ჯორჯიას” უკვე გაწერილი აქვს ჯომარდობის ტურნირის მარშრუტიც. კომპანიაში ამბობენ, რომ უსაფრთხოების ზომებიც მაქსიმალურად იქნება დაცული.

უსაფრთხოების ზომებია ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ჯომარდობის ფედერაცია ”რაფტ ინ ჯორჯიას” მედია-ტურნირის ჩატარების წინააღმდეგია. 

არსებული კანონმდებლობით არც ფედერაციას და არც სპორტის სამინისტროს მსგავსი ტურნირების ჩატარების აკრძალვის უფლება არ აქვს. კანონმდებლობა არც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

ავტორები: თათია ხორბალაძე, დათო მაისურაძე, ქეთი ჯაფარიძე

 

დღის ამბები