03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ქართველები სააღდგომოდ წინაპრების საფლავზე ვერ გავლენ

საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ქართველები აღდგომის დღესასწაულვე ვერ შეძლებენ ახლობლების საფლავებზე მისვლას. მიცვალებულებს პატივს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები მავთულხლართებთან მიაგებენ. საფლავები დაახლოებით 100 მეტრში – ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.

წითელ ჯვარსა და საოკუპაციო რეჟიმს შორის რამდენიმედღიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში, რომელიც რუსულმა მავთულხლართებმა ორად გაყო, ხშირ შემთხვევაში სასაფლაოები სწორედ საოკუპაციო რეჟმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

ცხინვალის ოკუპირებული რეჟიმის გადაწყვეტილებით აღდგომის დღესასწაულზე, ოკუპირებულ ხაზს იქეთ დარჩენილ საფლავებზე და ტაძრებში, მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ მისვლას, ვისაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის დამადატურებელი დოკუმენტები აქვთ.

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი. 

 

 

 

 

დღის ამბები