03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
თამარ კვესიტაძის ინტერვიუ ხმაურიან ბრალდებებზე - ცნობილი მხატვარი თბილისში გამოფენისათვის ემზადება

თამარ კვესიტაძემ თოჯინების ახალი კოლექცია შექმნა. მის მიერ შექმნილი 150 სკულპტურიდან ყველა გაყიდულია. კვესიტაძის თოჯინებში გადახდილი ყველაზე დიდი ფასი, 28 ათასი ევრო იყო.

თამარ კვესიტაძე საერთაშორისო დონის არტისტია საკუთარი რეიტინგითა და ფასით ევროპულ და ამერიკულ არტ-ბაზარზე, მაგრამ საქართველოში თავდასხმის ობიექტი, გახდა, როგორც მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი მხატვარი.

სკულპტურების ავტორს მუდმივად ახსენებდნენ აღებულ ჰონორარებს ქეთო და კოტეს მხატვრობისა და ალი და ნინოს დადგმისთვის. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ითქვა, რომ მისი მექანიკური სკულპტურის შენახვა ბათუმს წელიწადში 200 ათასი ლარი უჯდებოდა.

თამარ კვესიტაძე თბილისში 10 წლიანი პაუზის შემდეგ პირველ გამოფენას აწყობს. აღდგომის დღესასწაულზე გამოფენა მწერალთა კავშირის სახლში მოეწყობა.

დღის ამბები