03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
სააღდგომოდ პრეზიდენტი პატიმრებს შეიწყალებს

სააღდგომოდ პრეზიდენტი პატიმრებს შეიწყალებს.

 

ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე საუბრობს.

მისი თქმით,  კომისიამ 420-მდე განცხადება განიხილა და რეკომენდაციები პრეზიდენტს უკვე გადაუგზავნა.

ქორიძის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს შეწყალებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, შესაბამისად, უცნობია რამდენი ადამიანი დატოვებს საპატიმროს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით.

როგორც ქორიძემ განაცხადა, განხილულ განცხადებებს შორის იყო უვადო ბრალდებულების მიმართვებიც, თუმცა, გაიცა თუ არა რეკომენდაციები უვადო ბრალდებულების შეწყალებაზე, კომისიის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია.

დღის ამბები