03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

15:16 საათზე მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. 

წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან.

აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩასული, მათ შორის საქართველოდანაც.

წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღეს გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ. ცეცხლი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალებაც ექნებათ.

დღის ამბები