03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
აღდგომის აღნიშვნა, როგორც მიუწვდენელი კომფორტი

ბატიაშვილების 6-შვილიანი ოჯახი ბოლო ერთი წელია, ძველი პოლიკლინიკის შენობაში ცხოვრობს, სადაც არ არის არც შუქი და სიძველის გამო მოხსნილია კარი და დაზიანებულია ფანჯრის მინები.

სოციალურად დაუცველი ბატიაშვილები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ისინი მუნიციპალიტეტის დახმარებით ქირით ცხოვრობდნენ, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, ღია ცის ქვეშ დარჩნენ.

ბატიაშვილების მსგავსად კონიაკის დასახლებაში, ძველი პოლიკლინიკის შენობაში, კიდევ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.

კონიაკის დასახლებაში მცხოვრები ოჯახების მდგომარეობის შესახებ გლდანის გამგეობაში იციან.

მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ მალე შენობაში ელექტროგაყვანილობა დამონტაჟდება და კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაიწყება. გამგებელი ამტკიცებს, რომ აქ მცხოვრები მოქალაქეები ბინის ქირაზე უარს საკუთარი ნებით ამბობენ.

ჯერჯერობით უცნობია, ძველ პოლიკლინიკაში სარემონტო სამუშაოები როდის დაიწყება. მანამდე კი იქ მყოფი ოჯახები ცხოვრებას გაუსაძლის პირობებში აგრძელებენ.

 

ავტორები: თათია ხორბალაძე, ტატო გურგენიძე, ვალერი ქველაძე, ქეთევან ჯაფარიძე.

დღის ამბები