03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ბათუმში საბავშვო ბაღის შენობის დანგრევას ივანიშვილის კომპანია „ატუს“ მშენებლობას უკავშირებენ

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის მოსახლეობის დიდ ნაწილს ბავშვები უკვე 6 თვეა, საბავშვო ბაღში არ წაუყვანია. მიზეზი ახლადაშენებული ბაღის შენობის დაბზარვაა, რასაც გვერდით მიმდინარე მშენებლობას უკავშირებენ. 

27-ე ბაღმა, რომელიც 2014 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა, მხოლოდ 3 თვე იფუნქციონირა. ახლადაშენებულ შენობას ბზარები გახსნიდან მალევე გაუჩნდა. ბაღის დირექციამ საამღზრდელო პროცესი შეწყვეტა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის ინფორმაციით, ბაღის შენობის ავარიულობა მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობამ გამოიწვია, რომელსაც, გელა დეკანაძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებში არსებული ასოციაცია  ატუ ახორციელებს.

კურიერთან კომპანია  ატუს წარმომადგენლობა არ საუბრობს. კომპანიის ვალდებულებასა და პასუხისმგებლობაზე კომენტარს, სავარაუდოდ, მაისში გააკეთებს, როდესაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საბოლოო დასკვნას დადებს და დადგინდება, თუ რამ გამოიწვია ახლადაშენებული საბავშვო ბაღის შენობის დაბზარვა.

 

ავტორები: ელენე ფირცხალაიშვილი, თეა ვაშალომიძე, გოჩა კვაჭაძე.

დღის ამბები